საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდშია!
Aa
Aa
19 ნოემბერი 2019  |  21:08

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდშია!

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდში ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპი გიორგი ჩიტაურის გუნდმა მესამე ადგილზე დაასრულა, საუკეთესო ოთხ მესამეადგილოსანს შორის მოხვდა და გაზაფხულზე ელიტ-რაუნდში ითამაშებს.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოსა და ალბანეთის დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჯგუფური ეტაპი გოლის გატანის გარეშე დაასრულეს. ამის მიუხედავად საქართველოს ნაკრები ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვდა და მთავარ მიზანს, ელიტ-რაუნდში თამაშის უფლების მოპოვებას მიაღწია.

საქართველომ ალბანეთის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, ზოსიაშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, უბილავა, გაგნიძე (სალუქვაძე 78), ოთარ მამაგეიშვილი (ტურაზაშვილი 40), აბუაშვილი, ჩხეტიანი, გიზო მამაგეიშვილი, გვიშიანი

საუკეთესო მესამეადგილოსანი ირკვევა იმის მიხედვით თუ მესამეადგილოსანი რამდენ ქულას დააგროვებს პირველ და მეორე პოზიციაზე მყოფ გუნდებთან. საუკეთესო მესამეადგილოსნების გარკვევისას მათ მიერ მეოთხეადგილოსანთან აღებული ქულები არ ითვლება, მნიშვნელობა მხოლოდ პირველ და მეორე პოზიციაზე გასულ გუნდებთან აღებულ ქულებს ენიჭება.

ალბანეთი მეოთხე ადგილზე გავიდა, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები კი მესამე პოზიციაზე. ჩიტაურის გუნდი უკრაინასთან 0:2 დამარცხდა, თუმცა ჯგუფური ეტაპის მასპინძელ პორტუგალიასთან ფრედ 0:0 ითამაშა. 

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები