საქართველო-ბელარუსის დაპირისპირება 26 მარტს გაიმართება
Aa
Aa
19 ნოემბერი 2019  |  14:47

საქართველო-ბელარუსის დაპირისპირება 26 მარტს გაიმართება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს 26 მარტს ბელარუსის ნაკრებთან გამართავს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. მატჩი თბილისში ''დინამო არენაზე'' გაიმართება. ნახევარფინალური დაპირისპირება ერთმატჩიანია.

თუ საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაამარცხებს, ფინალში ვაისის გუნდის მეტოქე კოსოვოსა და მაკედონიას შორის გამარჯვებული იქნება. მეორე ნახევარფინალური მატჩი კოსოვოსა და მაკედონიას შორის ასევე 26 მარტს შედგება.

შეგახსენებთ, D ლიგაში საქართველოს ნაკრებმა წარმატებით ითამაშა, ვაისის გუნდმა 6 მატჩიდან ხუთი მოიგო და ფრედ მხოლოდ ანდორასთან გასვლით შეხვედრაში ითამაშა. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუმარცხებლად იასპარეზა, მხოლოდ 2 გოლი გაუშვა და D ლიგის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

შეგახსენებთ, 2019 წლის უკანასკნელ მატჩში ვლადიმირ ვაისის გუნდი ამხანაგურ შეხვედრას ხორვატიასთან სტუმრად გამართავს. მატჩი დღეს, 19 ნოემბერს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები