Aa
Aa

"ბარსას" ჭკვიანური გეგმა - 2 ტრანსფერი სრულიად უფასოდ

ესპანური Mundo-ს ინფორმაციით, „ბარსელონა“ ზაფხულისთვის 2 ტრანსფერის დაბევებას გეგმავს, რომლებშიც 1 ცენტის გადახდაც არ მოუწევთ.

წყაროს ცნობით, კატალონიელებს ვილიანისა და ფაბიან რუსისი გაფორმება სურთ. ორივე ფეხბურთელს თავის ამჟამინდელ კლუბებთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში უსრულდება, რომელთა გახანგრძლივებასაც არ აპირებენ.

„ჩელსი“ ვილიანის დაყოლიებას არც შეეცდება და ეს გასაკვირი სულაც არ არის. 31 წლის ბრაზილიელი „არისტოკრატთა“ რიგებში იმაზე დიდ ხანს დარჩა, ვიდრე ამას მოელოდნენ.

რაც შეეხება რუისს, 23 წლის ესპანელის შეძენას ბევრი კლუბი შეეცდება და აქ კატალონიელებს დიდი ბრძოლის მოგება მოუწევთ.

თუ, ვილიანის შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, რუსის კონტრაქტი ცოტა გაკვირვებას იწვევს. „ნაპოლიმ“ როგორც ჩანს სიტუაცია ვერ გააკონტროლა და უნიჭიერეს მოთამაშეს სრულიად უფასოდ კარგავს.

„ბარსამ“ ვილიანის შესაძენად უკვე არაერთხელ გაიბრძოლა. 2018 წლის ზაფხულში „ბლაუგრანამ“ „ჩელსის“ 50 მილიონი ფუნტი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. ამ ინფორმაციას თავად ფეხბურთელიც ადასტურებს:

„ერთადერთი და რეალური წინადადება, რომელიც ბოლო დროს მივიღე „ბარსელონადან“ იყო. მათ ჩემი შეძენა მართლაც სურდათ, თუმცა ოჯახთან საუბრის შემდეგ დარჩენის გადაწყვეტილება მივიღე. აქ ყველაფერი მოგვწონს“.

2020 წლის ზაფხულში ვილიანი 32 წლის იქნება. მისი გამოცდილებისა და უფასოდ გაფორმების გათვალისწინებით, „ბარსა“ საკმაოდ კარგ ტრანსფერს განახორციელებს.

ფაბიან რუისის ხელიდან გაშვება არ სურს „ნაპოლის“. დე ლაურენტისმა მისი 2023 წლამდე დაბევება და გამოსასყიდ თანხად 90 მილიონის მითითება მოისურვა, თუმცა თავად ფეხბურთელმა ამაზე უარი განაცხადა.

კატალონიელებს ორი ძალიან კარგი ტრანსფერის განსახორციელებლად იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას შეტევების მოგერიება მოუწევთ. ვილიანისა და რუისის კლუბები მათთან კონტრაქტის გახანგრძლივებას შეეცდებიან.

„ჩელსის“ მხრიდან ვილიანის შემთხვევაში შესაძლებელია შემოთავაზებების განხილვა და ბრაზილიელის ზამთარშივე გაყიდვა, რათა მისგან რაიმე სარგებელი მიიღონ. ასეთ შემთხვევაში „ბარსას“ ფეხბურთელის შუა სეზონშივე გაფორმება მოუწევს, ან მასთან წინასწარი შეთანხმების მიღწევა.

რუისს კი „ნაპოლი“ ზამთარში არ გაყიდის. მისთვის ბრძოლა აუცილებლად ზაფხულში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები