ტიაგო სილვა:
Aa
Aa

ტიაგო სილვა: "მესი მსაჯებზე ზეწოლას ახდენს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ეს აღარ გამოსდის"

ბრაზილიისა და არგენტინის საფეხბურთო დაპირისპირდება სპორტის ამ სახეობაში ალბათ ყველაზე დიდი რამ გახლავთ.

2019 წლის ზაფხულში გამართულ კოპა ამერიკაზე, ბრაზილიამ არგენტინა ნახევარფინალში დაამარცხა და ჩემპიონობა სწორედ ასე მოიპოვა.

იმ მატჩში მსაჯმა ბევრი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რამაც „ალბისელესტე“ დაჩაგრა და საბოლოო ანგარიშზე გავლენა მოახდინა.

15 ნოემბერს კი ნაკრებები ერთმანეთს უკვე ამხანაგურად დაუპირისპირდნენ. ამჯერად არგენტინამ მოიგო, თუმცა უხმაუროდ არც ამ შეხვედრას ჩაუვლია.

თუ, ზაფხულში მესიმ ბრაზილიასა და კონმებლოს კორუფციაში დასდო ბრალი, ამჯერად ტიაგო სილვამ ლეოს მსაჯებზე ზეწოლის მოხდენის შესახებ შესჩივლა.

„მესის მატჩის სადავეების ხელში ჩაგდება უნდოდა. მან ორ ეპიზოდში იუხეშა და გაფრთხილებას იმსახურებდა. მე მსაჯს შევეკამათე, მან კი უბრალოდ გაიღიმა. როდესაც ასეთ თამაშს სჯი, შენი პირადი შეხედულებები და სიმპათიები გვერდით უნდა გადადო.

მესი ყოველთვის ცდილობს, რომ მსაჯს საჯარიმოს სიახლოვეს ჯარიმა გამოსტყუოს. ნაკრებში ჩვენ იმ მოთამაშეებს ვესაუბრეთ, რომლებიც ლა ლიგაში ასპარეზობენ და მათ ეს ყველაფერი დაგვიდასტურეს. ესპანეთშიც იგივე ხდება. ის გამუდმებით ცდილობს, რომ მატჩის მიმდინარეობა და მსაჯის გადაწყვეტილებები აკონტროლოს.

მესი არბიტრებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს. ჩემპიონთა ლიგაზე მას ასეთი პრივილეგია არ აქვს, რადგან ამ ტურნირზე გაცილებით მაღალი დონის არბიტრები არიან და შეხვედრებს უფრო მკაცრად განსჯიან.

ასევე, არსებობენ მსაჯები რომლებიც მესის მიმართ სიმპათიებით არიან განწყობილნი და საკამათო სიტუაციებში მის მხარეს იხრებიან ხოლმე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები