Aa
Aa

"ჩიხურას" ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი კარგი ადამიანი დააკლდა.

საჩხერის „ჩიხურას“ ვეტერანი ფეხბურთელი და ამჟამად სკოლის 15-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი მიხეილ კიპაროიძე ვარჯიშისას გარდაიცვალა.

48 წლის კიპაროიძე სხვადასხვა დროს „ჭიათურას“, „თბილისს“, ბოლოს კი „ჩიხურას“ ასაკობრივ გუნდს წვრთნიდა.

მას ვარჯიშისას გული გაუჩერდა. ამ ეტაპზე უფრო კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება.

CrystalSport-ის ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს მიხელ კიპაროიძის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს თანადგომას უცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები