''ესტუდიანტესის'' შთამბეჭდავი დაბრუნება:''ეს ახდენილი ოცნებაა''
Aa
Aa

''ესტუდიანტესის'' შთამბეჭდავი დაბრუნება:''ეს ახდენილი ოცნებაა''

არგენტინული საფეხბურთო კლუბის, ''ესტუდიანტესის'' სტადიონის რეკონსტრუქცია დასრულდა. 2005 წლის შემდეგ კლუბმა საშინაო არენაზე პირველი მატჩი ჩაატარა.

ხორხე ლუის ხირშის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქცია საკმაოდ ხანგრძლივი გამოვიდა, არგენტინული მედიის ცნობით 2008-2019 წლებში მიმდინარეობდა. აღნიშნული სტადიონის მშენებლობა გასული საუკუნის დასაწყისში,  1907 წლის 25 დეკემბერს დასრულდა და რეკონსტრუქცია ერთი საუკუნის შემდეგ ჩაუტარდა.

კლუბი საშინაო კედლებში ლომის შთამბეჭდავი ჰოლოგრამით დაბრუნდა, გავრცელებულ ვიდეოში ცეცხლოვანი ლომი სტადიონის სახურავზე გამოჩნდა და მინდორზე გადახტა.

მატჩში მონაწილეობა კლუბის ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა მიიღეს.

კლუბის პრეზიდენტმა ხუან სებასტიან ვერონმა პუბლიკის წინაშე ისაუბრა:''ჩვენს სტადიონზე დაბრუნება ახდენილი ოცნებაა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ უამრავი სიხარული და გამარჯვება გველის.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები