NBA - პრობლემები „სან ანტონიოში“ – „ბოსტონის“ ზედიზედ მერვე გამარჯვება
Aa
Aa

NBA - პრობლემები „სან ანტონიოში“ – „ბოსტონის“ ზედიზედ მერვე გამარჯვება

სან ანტონიო - მემფისი 109 - 113

გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიოს“ რთული პერიოდი უდგას. ტეხასელებმა სეზონი კარგად დაიწყეს, მაგრამ ბოლო მატჩებში სერიოზული პრობლემები აქვთ, რაც „მემფისთანაც" კარგად გამოჩნდა.

„სპურსმა“ დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერთან საშინლად იასპარეზა და დამსახურებულად დამარცხდა. თანაც „გრიზლისი“ უპირატესობას თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა.

„მემფისის“ წარმატება ჯარენ ჯექსონ ჯუნიორისა და დილონ ბრუქსის დამსახურება გახლავთ, რომლებმაც ჯამში 45 ქულა მიითვალეს. იონას ვალანჩუნასმა აქტივში 18 ქულა და 12 მოხსნა ჩაიწერა. ბრენდონ კლარკი კი 14 ქულას დასჯერდა.

„სან ანტონიოს“ მხრიდან 19 ქულით ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა. ბრინ ფორბსმა თავი 14 ქულას მოუყარა. რუდი გეი 18 ქულას დასჯერდა, ხოლო დერიკ უაითმა მატჩი 15 ქულით დაასრულა.

ბოსტონი - დალასი 116 – 106

„ბოსტონ სელთიქსი“ საოცარ ფორმაში იმყოფება. სეზონის გახსნით შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ „კელტებმა“ მიჯრით მერვე გამარჯვება იზეიმეს.

„ბოსტონის“ მორიგი მსხვერპლი არც თუ ისე სუსტი „დალას მავერიქსი“ გახდა, რომელსაც ბრედ სტივენსის გუნდმა „თიდი გარდენში“ სძლია.

„სელთიქსის“ გამარჯვება გუნდური კალათბურთის დამსახურება გახლდათ. „ბოსტონის“ მხრიდან 10 ქულიანი ნიშნული 5-მა მოთამაშემ გადალახა. საუკეთესო კი 29 ქულით კემბა უოკერი იყო. მას 4 ქულით ჯეილენ ბრაუნი ჩამორჩა, ხოლო მარკუს სმარტმა 17 ქულა გაიფორმა.

„დალასის“ რიგებში 34 ქულით ლუკა დონჩიჩი გამოირჩა. პაუელმა და ბრანსონმა 12-12 ქულა დააგროვეს. კლებერმა კი 15 ქულა მიითვალა.

სხვა მატჩების შედეგები

დეტროიტი - მინესოტა 114 – 120

ნიუ ორლეანი - ჰიუსტონი 116 – 122

გოლდენ სტეიტი - იუტა 108 – 122

კლიპერსი - ტორონტო 98 - 88

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები