შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა!
Aa
Aa

შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა!

"ბასკონიას" ქართველი კაპიტანი, თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. თოკომ "ობრადორიოსთან" მოგებული მატჩისას ბასკონიაში პირადსარეკორდო 29 ქულა ჩააგდო, რასაც 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩჭრა და 1 დაფარებაც მიამატა.

შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა, რაც არა მხოლოდ ამ მატჩის, არამედ მთლიანად მე-8 ტურის საუკეთესო შედეგი იყო და ქართველი მე-8 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

შენგელია ტურის MVP ლიგა ენდესაში მეხუთედ გახდა, ხოლო ამ სეზონში – პირველად. შეგახსენებთ, რომ ქართველი ამ სეზონში უკვე ორჯერ გახდა ევროლიგის ტურის MVP.

8 ტურის შემდეგ მარგი ქმედების კოეფიციენტით ლიგა ენდესაში ნიკოლა მიროტიჩი ლიდერობს – 26.4. მეორე ადგილზე გიორგი შერმადინია – 23.6, მესამეზე კი თორნიკე შენგელია – 19.4. ბექა ბურჯანაძე 9.4 მაჩვენებლით 43-ე პოზიციაზეა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები