Aa Aa
10 ნოემბერი 2019  |  00:03

კაჭარავას საგოლე გადაცემა, ლორიას ეფექტური სეივები და ოქრიაშვილის დაბრუნება

კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ''ანორთოსისმა'' სტუმრად ''ნეა სალამისთან'' ფრედ 2:2 ითამაშა.

''ანორთოსისის'' სასტარტო შემადგენლობაში ნიკა კაჭარავა და გიორგი ლორია მოხვდნენ. ორივე მათგანმა 90 წუთი ითამაშეს. ''ანორთოსისის'' პირველი გოლისას საგოლე გადაცემა ნიკა კაჭარავამ შეასრულა, ხოლო ლორიამ რამდენიმე ურთულესი დარტყმა მოიგერია.

შესვენების შემდეგ მოედანზე თორნიკე ოქრიაშვილი ჩაერთო, რომელმაც ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა. 88-ე წუთზე თამაშში ''ანორთოსისის'' საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი ჩაერთო.

სატურნირო ცხრილს ''ანორთოსისი'' და ''ომონია'' 18-18 ქულით ლიდერობენ, თუმცა ''ანორთოსისს'' ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი