ბუდუ ზივზივაძე: გოლების მანქანა საქართველოდან
Aa
Aa

ბუდუ ზივზივაძე: გოლების მანქანა საქართველოდან

უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ბუდუ ზივზივაძემ მორიგი გოლი გაიტანა. ''ზალაეგერშეგისთან'' გასვლით მატჩში ''მეზოკოვეშდის'' ქართველმა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ მე-40 წუთზე ანგარიში გახსნა.

მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ 11 შეხვედრაში მე-6 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჩამორჩება, რომელთა ანგარიშზე 7 გოლია.

25 წლის ზივზივაძემ ზედიზედ მესამე ტურში გაიტანა. ''დებრეცენთან'' გოლის შემდეგ გასულ ტურში მოქმედ ჩემპიონ ''ფერენცვაროშს'' თავური დარტყმით შესანიშნავი გოლი შეუგდო, თუმცა ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში არ გამოიძახა.

 

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 81-ე წუთზე ზივზივაძის თანაგუნდელი მოედნიდან გააძევეს და მატჩის დარჩენილ დროში მასპინძლები რიცხვობრივ უპირატესობაში იყვნენ.

12 ტურში ''მეზოკოვეშდი'' 24 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები