საოცარი ფაქტი: საქართველოს ჩემპიონატში მამა შვილმა შეცვალა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. ''შუქურასთან'' შეხვედრის 76-ე წუთზე ''შევარდენის'' 38 წლის მეკარე გიორგი სომხიშვილი მისმა შვილმა, 16 წლის დავით სომხიშვილმა შეცვალა.
38 წლის სომხიშვილს არაერთ ქართულ კლუბში უთამაშია, ბოლო წლებში ''შუქურასა'' და ''საბურთალოში'' გამოდიოდა. 2018 წლიდან ''შევარდენის'' მოთამაშეა.
კახა ალადაშვილის გაწვრთნილი თბილისის ''შევარდენი'' ''დავით პეტრიაშვილზე'' გიორგი შაშიაშვილის ქობულეთის ''შუქურასთან'' 0:2 დამარცხდა. გოლები ლუკა ნემსაძისა და გიორგი ჭანუყვაძის ანგარიშზეა.
ფოტოზე: 16 წლის დავით სომხიშვილი
ფოტო: თბილისის ''შევარდენის'' პრესსამსახური