მიკა რიჩარდსი: „რონალდუ რამდენჯერმე გავანეიტრალე, მესის კი ვერაფერი მოვუხერხე“
Aa
Aa

მიკა რიჩარდსი: „რონალდუ რამდენჯერმე გავანეიტრალე, მესის კი ვერაფერი მოვუხერხე“

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილ ფეხბურთელს, მიკა რიჩარდსს მიაჩნია, რომ ლიონელ მესის შეჩერება შეუძლებელია. 31 წლის უკანახაზელი, რომელმაც „ქალაქელთა“ მაისურით 179 შეხვედრა ჩაატარა თვლის, რომ „ლა პულგას“ პირისპირ თამაში უფრო რთულია, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ ასპარეზობა.

„რონალდუ რამდენჯერმე გავანეიტრალე. ოლდ ტრაფორდზე კრიშტიანუს წინააღმდეგ რამდენჯერმე კარგად ვითამაშე, მაგრამ მესი სხვა დონეა. მას ვერაფერი მოვუხერხე და ვერც კი მივუახლოვდი“.

„ლეო სივრცეს საოცრად იყენებს და იქ გიტყუებს, სადაც არ გინდა რომ იყო. ხანდახან გგონია, რომ ის შენს ხელშია და ვერ გაგექცევა, მაგრამ შემდეგ უეცრად ასწრაფდება და მარტივად გცდება. მესის წინააღმდეგ გეგმის შემუშავება შეუძლებელია. როგორც კი ლეო ბურთს მიიღებს, მასზე ჯარიმა უნდა აიღო. ყველაფერი უნდა გააკეთო, რათა ის რიტმიდან ამოაგდო. სხვანაირად ასეთი კალიბრის მოთამაშის შეჩერება გამორიცხულია“.

„რონალდუ და მესი თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელები არიან, მაგრამ ჩემი აზრით მესის წინააღმდეგ თამაში უფრო რთულია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები