კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ „სლავიას“ მეკარემ იცრუა
Aa
Aa

კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ „სლავიას“ მეკარემ იცრუა

ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ მოპოვებული ქულის შემდეგ, „სლავიას“ გოლკიპერმა „ბლაუგრანას“ ფეხბურთელები გააკრიტიკა. ონდრეი კოლარმა ერთ-ერთ ჩეხურ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ წარმატებული ასპარეზობა მათ მხოლოდ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მიულოცა.

მესი და სხვები შეხვედრის შემდეგ უბრალოდ წავიდნენ. ზოგიერთმა მათგანმა ხელიც კი არ ჩამოგვართვა. ჩვენ მატჩის შემდეგ ბარსელონას ვარსკვლავებთან შეხვედრა და მაისურების გაცვლა გვსურდა, მაგრამ ისინი ცუდად მოიქცნენ“.

„სლავიას“ მეკარის ფრაზებს სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მისი განცხადებიდან მალევე კი ინტერნეტსივრცეში კადრები და ფოტოსურათები გავრცელდა, რომლებშიც ჩანს, რომ კოლარმა იცრუა და გაბრაზებულმა ლიონელ მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა ჩეხებს ხელი ჩამოართვეს და ღირსეული ასპარეზობა მიულოცეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები