კობიაშვილი:''აზარტული თამაშების რეკლამა მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა''
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა Facebook-ის საშუალებით ფეხბურთის გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა.
კობიაშვილმა აზარტული თამაშების კომპანიების მიერ საფეხბურთო კლუბებისა თუ ჩემპიონატების დაფინანსებასთან დაკავაშირებით ისაუბრა:''ქართულ ფეხბურთში პირველად არ ხდება, რომ აზარტული თამაშების კომპანიის რეკლამის გაყიდვა ხდება. ეს მიღებული ფორმაა ისეთ საფეხბურთო ქვეყნებში როგორიცაა ინგლისი, ავსტრია, შვეიცარია და ა.შ.
ინგლისის პრემიერლიგის გუნდებს გადახადეთ, 20 გუნდიდან 10 გუნდს მაისურზე აზარტული თამაშების კომპანიის სახელი აწერია და მას რეკლამას უკეთებს. ეს ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. მათ შესაძლოა ფინანსების სხვა საშუალებებიც ჰქონდეთ, მაგრამ ასე აკეთებენ.
ეს შემოსავლები ჩემპიონატის დონის ამაღლებას ხელს უწყობს. ნუ ვიდავებთ რომ ფეხბურთს სპონსორი სჭირდება.''
ფოტო: eliga.ge