საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროშესარჩევისთვის ემზადება
Aa
Aa

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროშესარჩევისთვის ემზადება

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება. მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაური ფეხბურთელებს თბილისში ავარჯიშებს, ქართველი მოთამაშეები 10 ნოემბერს პორტუგალიაში გაემგზავრებიან.

შესარჩევ ციკლში ჩიტაურის გუნდი უკრაინას (13 ნოემბერს), პორტუგალიასა (16 ნოემბერს) და ალბანეთს (19 ნოემბერს) შეხვდება. 

მეკარეები: დავით ასათიანი (ტორპედო), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია).

მცველები: ზურა ზოსიაშვილი (სფფ აკადემია), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბ), თორნიკე დუნდუა (დინამო თბ), დავით გოგოტიშვილი (დინამო თბ), გიორგი ჩხეტიანი (დინამო თბ), გიორგი უბილავა (დინამო თბ), მიხეილ ავალიანი (სფფ აკადემია), ალექსანდრე გაფრინდაშვილი (დინამო თბ).

ნახევარმცველები: გიზო მამაგეიშვილი (სფფ აკადემია), ოთარ მამაგეიშვილი (სფფ აკადემია), სანდრო ტატიშვილი (სფფ აკადემია), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), ზაურ სიჭინავა (დინამო თბ), გიორგი გვიშიანი (საბურთალო).

თავდამსხმელები: ნოდარ თუთაშვილი (სფფ აკადემია), თეიმურაზ თურაზაშვილი (სფფ აკადემია).

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები