რა სერია შეაწყვეტინა საქართველომ ესპანეთს...
Aa
Aa

რა სერია შეაწყვეტინა საქართველომ ესპანეთს...

საქართველოს ნაკრებთან გუშინდელი მარცხით ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა ზედიზედ 11 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. დელ ბოსკეს გუნდს ამ 11-დან 9 თამაში მოგებული ჰქონდა. 

"ფურია როხამ" ბოლოს 2015 წლის 31 მარტს ჰოლანდიასთან ამხანაგური მატჩი დათმო. შესაბამისად, ჩვენმა გუნდმა ევროპის მოქმედ ჩემპიონს წელიწადზე მეტხნიანი წაუგებელი სერია შეაწყვეტინა.

საქართველომ ამხანაგური შეხვედრა ესპანეთს თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლით მოუგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები