კახა ჩხეტიანი :
Aa
Aa

კახა ჩხეტიანი : "თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ქალაქში ფეხბურთი გაცოცხლდება"

გავრცელებული ინფორმაციით გერმანიის ბუნდესლიგის გუნდისფრანკფურტის „აინტრახტის“ მეწილე ფინანსურ კრიზისში მყოფი ქუთაისის „ტორპედოს“ ინვესტორობით დაინტერესდა.

ასევე  ცნობილი გახდა ფრანკფურტელთა აქციონერების  ის 4 პირობარომელიც მან ქუთაისის მერიას შესთავაზა:

  •  სტადიონი გადავა მათ საკუთრებაში;
  •  საფეხბურთო ბაზა გადავა მათ საკუთრებაში;
  •  ტორპედოს აღება მიმიმუმ 20 წლიანი იჯარით;
  •  ამ პერიოდის განმავლობაში ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის აინტრახტის აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის აღზრდილებიც მოირგებენ; 

დღეს "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კომენტარი გააკეთა : 

" გერმანული "აინტრახტის" აქციონერები თავდაპირველად მე დამიკავშირდნენ. შევხვდი, ვისაუბრეთ, შემდეგ ქალაქის მერიასაც შეხვდნენ და თავიანთი ინტერესი გამოხატეს. მათ სტადიონისა და ბაზის რამდენიმეწლიანი იჯარით აღება სურთ. გარდა ამისა, აპირებენ აკადემიის შექმნას. ამ მიზეზით, დაინტერესებულნი არიან მიწის ნაკვეთით, სადაც რამდენიმე ახალ მოედანს ააშენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ არც მერია, არც ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო ამ ყველაფერს ხელს არ შეუშლიან - "ტორპედოს" გადარჩენა ყველას ინტერესშია! ქუთაისში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ვფიქრობ, ქალაქში ფეხბურთი გაცოცხლდება. 3-4 დღეში "აინტრახტის" აქციონერები საქართველოში ჩამოდიან. მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქუთაისის მერიაში. სფფ-ც და მერიაც ყველაფერს იზამენ, რომ მათ ინტერესი არ გაუქრეთ. თუ ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდა, ეს ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული პრეცენდენტი იქნება."  

ეროვნული ლიგის 32 ტურის შემდეგტორპედოს 40 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულებამდე  4 ტური რჩება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები