უცნაური შემთხვევა ხორვატიაში: როცა გოლს ზეიმობდნენ მეტოქემ გოლი გაიტანა
Aa
Aa

უცნაური შემთხვევა ხორვატიაში: როცა გოლს ზეიმობდნენ მეტოქემ გოლი გაიტანა

ხორვატიის ელიტარული ლიგის მე-13 ტურში ''ჰაიდუკმა'' საკუთარ მოედანზე ''სლავენი'' 2:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა მეორე გოლი 74-ე წუთზე გაიტანეს. საინტერესოა, რომ სტუმართა ფეხბურთელი ''ჰაიდუკის'' მეკარეს ბურთს თავზე უგდებდა და სტუმრებს ეგონათ, რომ ბოლო მომენტში ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. ''სლავენის'' მოთამაშეები დარტყმის ავტორს გოლის გატანას ულოცავდნენ, თუმცა მთავარმა მსაჯმა გოლი არ დააფიქსირა, ''ჰაიდუკის'' კონტრშეტევა კი გოლით დასრულდა.

ამ გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა და ''ჰაიდუკმა'' სამი ქულა მოიპოვა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები