ქვილითაიას ბრწყინვალე მატჩი: 4 გოლი 30 წუთში
Aa
Aa
22 ოქტომბერი 2019  |  15:03

ქვილითაიას ბრწყინვალე მატჩი: 4 გოლი 30 წუთში

ბელგიური ''გენტის'' სარეზერვო გუნდში გიორგი ქვილითაიამ ''ბეერსხოტთან'' მატჩში 30-წუთიან მონაკვეთში 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

''გენტის'' პირველი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონატის გასულ ტურში ''ბევერენთან'' მხოლოდ 18 წუთი ათამაშა. სათამაშო დროის სიმცირის გამო საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სარეზერვო გუნდს დაეხმარა. ''ბეერსხოტთან'' გამართული მატჩი ქვილითაიას გუნდის გამარჯვებით 8:0 დასრულდა.

''ბეერსხოტის'' რიგებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა ირაკლი ბუღრიძემ 90 წუთი ითამაშა.

შეხვედრას ''გენტის'' ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე ესწრებოდა, 19 წლის ფეხბურთელმა მატჩს თვალი ტრიბუნიდან ადევნა.

მიმდინარე სეზონში გიორგი ქვილითაიამ ''გენტის'' პირველი გუნდის რიგებში ბელგიის ჩემპიონატის ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სასტარტოში მხოლოდ ერთხელ ''სერკლ ბრიუგესთან'' მოხვდა. ასევე, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა საერთო ჯამში 6 წუთი გაატარა მინდორზე.

დანიელმა მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა ქართველი თავდამსხმელი ბელგიის თასზე ''აალსტთან'' სასტარტოში ათამაშა. ამ მატჩში ქართველმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა შეასრულა. აღნიშნული მატჩი მიმდინარე სეზონში ქვილითაიასთვის საუკეთესო იყო.

ფოტო/ვიდეო: kaagent.be

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები