Sky Sports-მა დვალიშვილის დარტყმა და ბუფონის ბრწყინვალე სეივი გაიხსენა
Aa
Aa

Sky Sports-მა დვალიშვილის დარტყმა და ბუფონის ბრწყინვალე სეივი გაიხსენა

SkySports-მა ჩემპიონთა ლიგის 2009-10 წლები სეზონის ტურინის ''იუვენტუსისა'' და ჰაიფას ''მაქაბის'' დაპირისპირება გაიხსენა, ლადო დვალიშვილი ახლო მანძილიდან ბუფონის კარისკენ თავით ურტყამდა, თუმცა ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ შესანიშნავი სეივით ბურთი მოიგერია.

მატჩი ტურინის ''იუვენტუსმა'' კიელინის ერთადერთი გოლით მოიგო.

ლადო დვალიშვილმა ებრაულ კლუბში 2009-10 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გოლი არ გაუტანია, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპზე მინსკის ''დინამოს'' 2 გოლი შეუგდო.

ამ პერიოდში ტურინის ''იუვენტუსს'' ჩირო ფერარ წვრთნიდა, ხოლო ''მაქაბის'' - ელიშა ლევი.

ამავე სეზონში დვალიშვილისა და ბუფონის დაპირისპირება სანაკრებო დონეზეც შედგა. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კუპერის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ''დინამო არენაზე'' იტალიასთან 0:2 დამარცხდა. ამ მატჩშიც ახლოს იყო დვალიშვილი გოლის გატანასთან, თუმცა ბუფონმა ამჯერადაც ბრწყინვალედ ითამაშა.

შეხვედრა კახა კალაძის ორი ავტოგოლით მარჩელო ლიპის გუნდმა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები