Aa
Aa

როი კინი "მანჩესტერისა" და "ლივერპულის" ფეხბურთელებს აკრიტიკებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, როი კინმა „წითელი ეშმაკებისა“ და „მერსისაიდელთა“ მოთამაშეები მიწასთან გაასწორა. ლეგენდარული ირლანდიელი მატჩის წინ გვირაბში მომხდარმა გააბრაზა.

გუნდებს შორის არსებული მტრობის მიუხედავად, შეხვედრის დაწყებამდე ფეხბურთელები ერთმანეთს გულთბილად მიესალმნენ. დე ხეამ და ალისონმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. მათ არც მარკუს რაშფორდი და ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ჩამორჩნენ, ხოლო ანდრეას პერეირა და ფრედი, თანამემამულე რობერტო ფირმინოს გადაეხვივნენ.

როი კინისთვის ეს ყველაფერი მიუღებელია. ირლანდიელი თვლის, რომ მატჩის წინ მოთამაშეებს მეტოქის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდათ.

„ფეხბურთელებმა (ლივერპული და მანჩესტერის) ჩემში ზიზღი გამოიწვიეს. ისინი ომში მიდიან, თუმცა შეხვედრის დაწყებამდე ერთმანეთს ეხუტებიან და კოცნიან“.

„ასეთი მატჩების წინ მოწინააღმდეგეს საერთოდ არ უნდა შეხედო! მოედანზე ხომ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად გადიხარ“!

„ფეხბურთი დიდად არ შეცვლილა, ფეხბურთელები შეიცვალნენ. ისინი საომრად მიდიან, მაგრამ მატჩამდე ერთმანეთს ეხუტებიან“.

„მოწინააღმდეგეს შეგიძლია მატჩის შემდეგ გაესაუბრო, ან შეხვედრის შემდეგაც არ გაესაუბრო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები