Aa
Aa

"ეს ბიჭი ვინაა"? - რიბერიმ FIFA 20 საკუთარი გრაფიკული გამოსახულების გამო გააკრიტიკა

ფრანგმა ვარსკვლავმა, ფრანკ რიბერიმ საფეხბურთო სიმულატორ FIFA 20-ის მწარმოებელი კომპანია, EA Sports-ი გააკრიტიკა. საკუთარ შვილთან თამაშისას რიბერიმ შენიშნა, რომ სიმულატორში მისი გრაფიკული გამოსახულება მისსავე რეალურ სახესთან სერიოზულ შეუსაბამობაში იყო.

„ფიორენტინას“ 36 წლის შემტევმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ნახევრად ხუმრობით ასეთი წარწერა დაურთო: „ჩემს შვილთან ერთად FIFA 20-ის თამაში გადავწყვიტე. უბრალოდ მაინტერესებს, ეს ბიჭი ვინაა“?

FIFA-ში რიბერის გრაფიკული გამოსახულების ნახვის შემდეგ ძნელია, ფრანგ შემტევს არ დაეთანხმო, რადგან ფეხბურთელი საკუთარ თავს აბსოლუტურად არაფრით არ ჰგავს.

FIFA-ს უმძაფრესი კონკურენტის, PES-ის „ტვიტერის“ ოფიციალურმა გვერდმა რიბერის პოსტის საპასუხოდ ამ თამაშში მისი გრაფიკული გამოსახულება გამოაქვეყნა და ფრანგ კითხვა დაუსვა, იცნობს თუ არა ამ ბიჭს. PES-ში რიბერის გამოსახულებას ნამდვილისგან ძნელად თუ გაარჩევ.

ამ განსხვავების მთავარი მიზეზი ისაა, რომ FIFA 20-ს სერია A-ს ლიცენზია PES 20-მა ჩამოართვა და ამიერიდან FIFA-ს სხვა ყველაფერთან ერთად, კლუბების ოფიციალური დასახელებების გამოყენების უფლებაც აღარ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები