ბენ-არფა საკუთარ ოცნებას ისრულებს?
Aa
Aa

ბენ-არფა საკუთარ ოცნებას ისრულებს?

ფრანგული "ნიცას" შემტევი, ჰატემ ბენ-არფა "პარი სენ ჟერმენთან" აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას "Le Parisien" ავრცელებს.

თავად ფეხბურთელს პარიზულ გრანდში თამაშის ძალიან დიდი სურვილი აქვს. მისი ოცნება კი შესაძლოა მართლაც ასრულდეს, რადგან ფეხბურთელს აქამდე "ჩემპიონთა ლიგაზე" არასოდეს უთამაშია. "პარი სენ ჟერმენთან" ერთად კი მას ამის საშუალება ექნება.

პარიზული კლუბის სამწვრთნელო შტაბში თვლიან, რომ ბენ-არფა, ედინსონ კავანისა და ანხელ დი მარიასთან ერთად საუკეთესო შემტევ ხაზს შექმნის, თუმცა მოლაპარაკებები, დასრულებისგან ჯერ საკმაოდ შორსაა.

საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში ბენ-არფამ 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 17 გოლისა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები