Aa
Aa

ნეიმარი: "პსჟ-ში ბედნიერი ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ნეიმარმა სპეკულაციებს წერტილი დაუსვა და განაცხადა, რომ „პარკ დე პრენსზე“ ბედნიერია. „ნეის“ ცოტა ხნის წინ პსჟ-ს დატოვება და კარიერის „ბარსელონაში“ გაგრძელება სურდა, თუმცა როგორც ჩანს ყველაფერი შეიცვალა.

27 წლის შემტევმა შექმნილი სიტუაციის შესახებ სენეგალთან გასამართი ამხანაგური მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა: „ყველამ იცის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას რა მოხდა და მშვენივრად მოგეხსენებათ კლუბის დატოვება რომ მსურდა“.

„დღესდღეობით პსჟ-ში ბედნიერი ვარ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ჩემთვის სეზონი ძალიან კარგად დაიწყო”.

„მე ჩემს კლუბს კბილებით დავიცავ და 100 პროცენტით დავიხარჯები, რათა პსჟ-მ წარმატებას მიაღწიოს“.

„ჩემთვის ზაფხული ძალიან გრძელი გამოდგა. ვიცოდი, რომ ახალი სეზონისთვის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოვმზადებულიყავი და მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დაიწყო. იმედი მაქვს მომავალშიც არაფერი შეიცვლება“.

როგორც მოგეხსენებათ „პარი სენ-ჟერმენის“ ქომაგებმა წლევანდელ სეზონში ნეიმარს უკვე რამდენჯერმე უსტვინეს და მისი შეურაცხმყოფელი ბანერებიც გამოფინეს. „ნეიმ“ კი პარიზელ გულშემატკივრებს ლიგა 1-ის 5 შეხვედრაში გატანილი 4 გოლით უპასუხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები