როცა მატჩის ბედი ბოლო წამებზე წყდება: ბურჯანაძის პირველი გამარჯვება
Aa
Aa

როცა მატჩის ბედი ბოლო წამებზე წყდება: ბურჯანაძის პირველი გამარჯვება

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ''გრან კანარიამ'' პირველი გამარჯვება მესამე ტურში მოიპოვა. ბექა ბურჯანაძის გუნდმა გასვლითი მატჩი ''მანრესასთან'' გამართა და შეხვედრის ბოლო წამებზე 1 ქულით მოიგო.  საბოლოოდ ''გრან კანარიამ'' 75:74 გაიმარჯვა.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა, თუმცა მატჩის დასკვნითი 15 წუთი პარკეტზე გაატარა, საერთო ჯამში კი პარკეტზე 24 წუთი და 30 წამი გაატარა. ქართველის ანგარიშზე  7 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაა.

25 წლის ბურჯანაძის გუნდი 1 მოგებითა და 2 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები