სიმეონეს ულტიმატუმი:
Aa
Aa

სიმეონეს ულტიმატუმი: "დავრჩები თუ"...

ბრიტანულმა The Mirror-მა გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანახმადაც დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოს" ხელმძღვანელებს ტოპ კლასის შემტევის შეძენა მოსთხოვა.

გვახსოვს, რომ ფინალის შემდეგ არგენტინელმა წასვლა-დარჩენაზე ორაზროვანი განცხადება გააკეთა. დღეს კი ირკვევა, რომ თუკი "როხიბლანკო" ზაფხულში უმაღლესი დონის შემტევს არ დაიმატებს, სიმეონე გუნდს დატოვებს.

"ბენფიკას" გარემარბის ნიკოლას გაიტანის სახით, "ათლეტებმა" ერთი ვარსკვლავი უკვე გაიფორმეს და როგორც ესპანურ პრესაში იწერება, სიმეონეს სატრანსფერო ბაზრისას კიდევ 3 ფავორიტი ჰყავს. "ჩელსის" ფორვარდი, ყოფილი "ათლეტი" დიეგო კოშტა, "არსენალის" ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი და "პსჟ"-ს დაუღალავი ურუგვაელი ედინსონ კავანი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები