ლობჟანიძე:''ყველაფერს შრომით და ბრძოლით მივაღწიე''
Aa
Aa

ლობჟანიძე:''ყველაფერს შრომით და ბრძოლით მივაღწიე''

''ბრონდბიუში'' გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი, ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში შეთანხმება არ შედგა. ჩაშლილი მოლაპარაკების გამო თავს ცუდად არ ვგრძნობ, ყველაფერი წინ არის'' - საბა ლობჟანიძე CrystalSport-თან საუბარში გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას არშემდგარ ტრანსფერს იხსენებს.

24 წლის ფეხბურთელს, რომელმაც მიმდინარე სეზონში სუპერლიგის 11 მატჩში 6 გოლი შეაგდო, 2017 წლის ზაფხულში ''რანდერსთან'' გაფორმებული კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება.

''კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე მაკავშირებს. არ ვიცი წავალ თუ დავრჩები, ამ ეტაპზე ხელშეკრულების პირობები მაკმაყოფილებს. მომავალი გვიჩვენებს სად ვიქნები, რომელ კლუბში და რომელ ლიგაში.''

დანიის ჩემპიონატის ბომბარდითა დავაში ლობჟანიძე მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჩამორჩება.''ბრონდბიუს'' ფორვარდმა კამილ ვილჩეკმა 8 გოლი შეაგდო, ''სილკებორგის'' ლიდერმა რონი შვარცმა - 7, ხოლო ლობჟანიძისა და დომინიკ კაიზერის ანგარიშზე 6-6 გოლია.

''ვფიქრობ კარგი სტარტი გამომივიდა, გარკვეულწილად ვფიქრობ ბომბარდირობაზე, თუმცა უფრო მეტად კონკრეტულ შეხვედრებზე ვარ კონცენტრირებული. მსურს ტემპი შევინარჩუნო და პროგრესი გავაგრძელო, რაც ცხადია როგორც გუნდის გამოსვლაზე, ასევე პირადად ჩემზეც აისახება.''

2017 წლის ზაფხულში საბა ლობჟანიძემ თბილისის ''დინამო'' დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით ''რანდერსს'' შეუერთდა. მას შემდეგ ყველა ტურნირის ჩათვლით ''რანდერსისთვის'' 87 შეხვედრაში 30 გოლი შეაგდო და 12 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ლობჟანიძე სტაბილურობის მიზეზებს ასახელებს.

''ვფიქრობ დანიაში წარმატებულ თამაშში საქართველოში გატარებული პერიოდი დამეხმარა, საქართველოში თამაში ხშირად არ მიწევდა, ყველაფერს ბრძოლით და შრომით მივაღწიე. 24 წლის ვარ, მაგრამ ვფიქრობ ბევრი ვისწავლე და ვიცი, რომ მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდე, ყოველთვის უნდა პროგრესირებდე, ამიტომ გაჩერებას არ ვაპირებ.''

View this post on Instagram

????⚡️

A post shared by Saba Lobjanidze ???????? (@sabalobjanidze23) on Sep 29, 2019 at 11:13am PDT

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები