Aa
Aa

ობამეიანგი: "VAR-მა გოლის სიხარული წაგვართვა"

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „არსენალის“ გუშინდელი მატჩის შემდეგ პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ჟურნალისტებთან საკუთარი გოლის მომენტზე ისაუბრა. გაბონელი ფორვარდის თქმით, დარწმუნებული იყო, რომ თამაშგარე მდგომარეობაში არ იმყოფებოდა და ლაინსმენის გადაწყვეტილებამ ძალიან გააკვირვა.

„მსაჯის სასტვენის მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობ, ეპიზოდი დავამთავრო და გოლი გავიტანო. თანაც, ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვიყავი, რომ თამაშგარე მდგომარეობაში არ ვიმყოფებოდი და ლაინსმენის მოქმედებამ ძალიან გამაკვირვა.

რა თქმა უნდა, VAR-მა გოლის სიხარული დაკარგა, რადგან გატანის შემდეგ ეგრევე აღნიშვნა არ დაგვცალდა და ეს უცნაური შეგრძნება იყო. ფეხბურთელებს უკვე აღარ შეგვიძლია გოლის სიხარული 100%-ით შევიგრძნოთ, თუმცა რას ვიზამთ. გუშინდელით მაინც ბედნიერი ვარ“.

როგორც დინამიკაში, ასევე გამეორებაზე ნათლად ჩანდა, რომ ობამეიანგი, პასის მომენტში, ბოლო მცველზე მინიმუმ 1 მეტრით უკან იყო. VAR-მა ეპიზოდი გადაამოწმა და გაბონელს გოლი ჩაუთვალეს, რომლითაც „არსენალმა“ „ოლდ ტრაფორდიდან“ ქულა წაიღო.

„მეთოფეთა“ ლიდერმა პრემიერ ლიგის 7 ტურში 7 გოლი მოაგროვა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ სერხიო აგუეროს 1 ბურთით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები