არნოლდმა ცნობილი კუთხური გაიხსენა: ''ორიჯისთვის რომ დამეძახა, ''ბარსას'' ვერ გავუტანდით''
Aa
Aa

არნოლდმა ცნობილი კუთხური გაიხსენა: ''ორიჯისთვის რომ დამეძახა, ''ბარსას'' ვერ გავუტანდით''

''ლივერპულის'' 20 წლის მცველი ტრენტ ალექსანდრე-არნოლდი ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ''ბარსელონასთან'' გამარჯვებას იხსენებს, როცა ''ენფილდზე'' მისი საგოლე გადაცემით ორიჯიმ ორმატჩიან დაპირისპირებაში გადამწყვეტი გოლი შეაგდო. არნოლდმა კუთხური მოულოდნელად შეასრულა, რადგან თითქოს საჯარიმოში ჩასვლას ცდილობდა და ''ბარსელონას'' ფეხბურთელებს კონცენტრაცია დაკარგული ჰქონდათ.

არნოლდის კომენტარს Mirror-ი ავრცელებს.

ტრენტ ალექსანდრე-არნოლდი:''ეს იყო მხოლოდ ინსტინქტური ქმედება. დავინახე შესაძლებლობა და გამოვიყენე შანსი.

დავინახე, რომ ფეხბურთელები ზურგსუკან იყურებოდნენ, ისინი ბურთს არ უყურებდნენ. ასევე ვხედავდი, რომ ''ბარსელონას'' მეკარე თანაგუნდელებს მითითებებს აძლევდა.


''ბარსელონას'' ერთი ფეხბურთელიც კი არ უყურებდა ბურთს. ფეხბურთელთა შორის  წითელმაისურიანი დივოკ ორიჯი დავინახე, ის საჯარიმოს შუაში იყო და გავიფიქრე: რატომაც არა?

ორიჯისთვის რომ დამეძახა, ჩემი მცდელობა წარმატებული არ გამოვიდოდა. დივოკიც ასე მოიქცა, არ დამიძახა, მე გავიფიქრე:''მოდი ვნახოთ რა მოხდება.''

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის ნახევარფინალში ''ბარსელონამ'' შინ კლოპის გუნდი 3:0 დაამარცხა, თუმცა ''ენფილდზე'' მასპინძლებმა 4 უპასუხო გოლი გაიტანეს და ფინალში გავიდნენ. საპასუხო შეხვედრაში გოლები ორიჯიმ (2) და ვინალდუმმა (2) გაიტანეს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები