ზიდანი: "ანჩელოტისგან საჭირო რჩევები მივიღე"...
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა:
"როცა მატჩი დაიწყება, ალბათ ცოტა დაძაბული ვიქნები, თუმცა ასეთ თამაშში მწვრთნელის როლში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა და ეს ჩემთვის პირველი დიდი ფინალია".
"მსგავსი მასშტაბის თამაშებშიებში როგორც ფეხბურთელი გამოცდილი ვარ, მაგრამ გუნდის გაღძოლა სულ სხვაა და იმედია, დღეს ყველაფერი კარგად აეწყობა. ანჩელოტის ხშირად ვესაუბრები და მისგან დღევანდელი შეხვედრისთვისაც მივიღე საჭირო რჩევები. მე "რეალში" წარმატებებისა და ტიტულებისთვის ვარ". - აქვეყნებს ზიდანის სიტყვებს ესპანური AS.
თუკი "ზიზუს" გუნდი დღეს თასს დაეუფლება, ეს მისთვის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული იქნება.