Aa
Aa

"ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე ვარ" - რონალდუს საკმაოდ ხმამაღალი განცხადება

კრიშტიანუ რონალდუმ ITV-ისთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და ძალიან ბევრ საინტერესო თემასაც შეეხო.

ხსენებული ინტერვიუ ნაწილ-ნაწილ ინტერნეტსივრცეში ყოველდღიურად ვრცელდება.

რონალდუმ მისი ლონდონის „არსენალში“ შესაძლო გადასვლის ისტორია გაიხსენა და განაცხადა, რომ ამასთან ძალიან ახლოს იყო.

„დიახ, „არსენალში“გადასვლასთან ერთ ნაბიჯში ვიყავი. ამით ბედნიერი არ ვყოფილვარ, მაგრამ ვაფასებ იმას რაც მათ ჩემს შესაძენად გააკეთეს, განსაკუთრებით არსენ ვენგერის მცდელობებს.

ეს ფეხბურთია და შენ არასდროს იცი მომავალში რა მოხდება“.

კრიშტიანუმ საუბარი ისტორიაში საუკეთესოობის შესახებ განაგრძო და საკმაოდ ხმამაღალი კომენტარიც გააკეთა:

„მე არ შემიძლია გავაკონტროლო თუ რა მოსწონს ხალხს. ერთ ადამიანს სხვა მოთამაშე მოსწონს, მეორეს კი სხვა. პირადად მე ვთვლი, რომ ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე ვარ. ზოგადად ვიცი, რომ ფეხბურთში მე ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ვითვლები.

ისტორიაში ყველაზე მეტი ოქროს ბურთის მოგება მინდა. ამ რეკორდს სიამოვნებით დავამხობდი და ვფიქრობ ვიმსახურებ კიდეც.

მესი შესანიშნავი პიროვნება და ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ოქროს ბურთი ექვსჯერ, შვიდჯერ ან რვაჯერ რომ დავისაკუთრო, მასზე მაღლა დავდგები“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები