რონალდინიო მოედანს 1 მატჩით დაუბრუნდება!
39 წლის ლეგენდარული რონალდინიო მოედანს ერთი მატჩით დაუბრუნდება!
„გაუჩო“ 17 ოქტომბერს კოლუმბიური „სანტა ფე“-ს რიგებში ითამაშებს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის დაუპირისპირდება რონალდინიო. სამაგიეროდ ცნობილია, რომ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 ფუნტიდან დაიწყება.
„სანტა ფე“ კოლუმბიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გახლავთ, მათ ჩემპიონატი 17-ჯერ აქვთ მოგებული.
Colombian side Independiente Santa Fe claim that football legend Ronaldinho is coming out of retirement to play for them on October 17.
— PowerSport (@Power987Sport) September 12, 2019
Santa Fe are one of the most successful teams in Colombian football, having won 17 league titles. pic.twitter.com/AygIMhFnax
ამ მომენტისთვის ყველაზე საინტერესო სულ სხვა რამ გახლავთ - შეძლებს, თუ არა რონალდინიო კოლუმბიაში გამგზავრებას? ამის მიზეზი ბრაზილიელის პასპორტი გახლავთ, რომელიც „გაუჩოს“ სასამართლომ ჩამოართვა.
როგორც მოგეხსენებათ, ლეგენდარულ ფეხბურთელს პასპორტი გარემოსთვის ზიანის მიყენებისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.