Aa
Aa

საუთგეიტი უკმაყოფილოა: "უამრავი შეცდომა დავუშვით"

ინგლისის ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. „სამმა ლომმა“ „სენტ მერიზე“ კოსოვოს ეროვნულ გუნდს 5-3 სძლია. მიუხედავად დამაჯერებელი ტრიუმფისა, ინგლისელთა თავკაცი, გარეტ საუთგეიტი საკუთარი შეგირდების თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

„სამი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას კოსოვოსთან ჯახი შეაფასა და განაცხადა: „უცნაური მატჩი იყო. მივიღე თუ არა ის, რაც მინდოდა? არა! მაგრამ ამით არაფერია დასრულებული და ყველაფერი წინაა“.

„ორი აზრი არაა, რომ უამრავი შეცდომა დავუშვით და შეხვედრა ცუდად დავიწყეთ. ფეხბურთელებს ამის შეხსენება არ სჭირდებათ. ყველასთვის ნათელია, რომ მომავალში უკეთ უნდა ვიასპარეზოთ“.

„სასაცილო შეცდომები დავუშვით და უაზრო გადაწყვეტილებები მივიღეთ, თუმცა შეტევაში ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ“.

ბრიტანულ პრესაში „სამი ლომის“ თამაშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „ნისლიან ალბიონზე“ გარეტ საუთგეიტის გუნდი მიწასთან გაასწორეს და განაცხადეს, რომ ინგლისის ნაკრები კოსოვოს დონის გუნდთან ასეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები