რატომ არ წავიდა უსმან დემბელე „პარი სენ-ჟერმენში“?
Aa
Aa

რატომ არ წავიდა უსმან დემბელე „პარი სენ-ჟერმენში“?

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ყველაზე აქტუალური თემა ნეიმარის საპნის ოპერა იყო. ბრაზილიელ ფეხბურთელს „კამპ ნოუზე“ დაბრუნება სურდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია, რადგან კლუბები ვერ შეთანხმდნენ.

მოლაპარაკებებისას წარმოქმნილი გადაულახავი წინაღობა უსმან დემბელეს უკავშირდება. ფრანგმა ფეხბურთელმა „პარკ დე-პრენსზე“ კარიერის გაგრძელება არ ისურვა და დღეს L'Equipe-მა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სტატია მიუძღვნა. ფრანგულმა გამოცემამ იმ მიზეზებზე გააკეთა აქცენტი, რომელთა გამოც პერსპექტიული ახალგაზრდა „ბარსელონაში“ დარჩა.

***

„ბარსასა“ და პსჟ-ს შორის გამართული მოლაპარაკებებისას ტომას ტუხელმა კლუბის სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს დემბელეს გადაბირება მოსთხოვა, თუმცა უსმანმა უარი განაცხადა.

22 წლის ფრანგის ინტერესებში წასვლა არ შედიოდა და „თავისი ოცნების კლუბში“ სურდა დარჩენა. ამასთან ერთად დემბელეს კონკურენციის არ ეშინოდა. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა „ბლაუგრანა“ ნეიმარს შეიძენდა თუ არა. იგი მზად გახლდათ მაქსიმუმი გაეკეთებინა და ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად ბოლომდე ებრძოლა.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ბოლოს ახალგაზრდა შემტევმა ტრავმა მიიღო და „ბარსელონამ“ პოლიტიკა ნაწილობრივ შეცვალა. თუმცა დემბელემ და მისმა გარემოცვამ ჩათვალეს, რომ ეს უბრალო ტესტი გახლდათ.

ფრანგმა ფეხბურთელმა თავიდანვე იცოდა, რომ „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელთა შორის აზრი ორად იყო გაყოფილი. კატალონიური გრანდის მმართველი საბჭოს ნაწილი ბრაზილიელის ტრანსფერს არ მიესალმებოდა და ჯერ კიდევ 2017 წელს მომხდარზე ფიქრობდა. ამან დემბელეს თავდაჯერებულობა შემატა, რასაც გამოცდილი ფეხბურთელების, ბენატიასა და ლასანა დიარას მხარდაჭერაც დაემატა. შედეგად დემბელემ ირწმუნა, რომ „ნეის“ ტრანსფერთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები იყო გაჩენილი და პოზიციის შეცვლა არ უფიქრია.

ფრანგი ფეხბურთელი ოქროს ბურთის მოგებაზეა ორიენტირებული. ბენატიამ დემბელესთან და მის აგენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუსგან ასეთი ფრაზა მოისმინა: „როცა იუვეში ვიყავი რონალდუმ მითხრა, რომ მბაპე, ნეიმარი, აზარი და დემბელე ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც მესისა და კრიშტიანუს წასვლის შემდეგ ოქროს ბურთის მოსაგებად იბრძოლებენ“. 22 წლის შემტევი სწორედ ეს მიზანი აქვს და თვლის, რომ სასურველი შედეგის დაფიქსირების უფრო დიდი შანსი „ბარსელონაში“ აქვს, ვიდრე „პარი სენ-ჟერმენში“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები