''საბურთალოს'' ფეხბურთელი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს
Aa
Aa

''საბურთალოს'' ფეხბურთელი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს

CrystalSport-ის ცნობით საფეხბურთო კლუბ ''საბურთალოს'' 19 წლის მცველი გიორგი ჯინჯოლავა კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. ფეხბურთელი ვალენსიურ კლუბ ''ბენიდორმთან'' სამთვიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს.

''ბენიდორმი'' ესპანეთის რანგით მეოთხე ლიგაში ასპარეზობს.

ჯინჯოლავას ''საბურთალოს'' პირველ გუნდში მხოლოდ 4 მატჩი აქვს ჩატარებული. მიმდინარე სეზონის ევროსეზონში მოთამაშემ ზაგრების ''დინამოსთან'' გასვლით მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ჯინჯოლავას საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

ფოტო: fcsaburtalo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები