Aa Aa
3 სექტემბერი 2019  |  14:40

პირველი სენსაცია! გერმანია დომინიკის რესპუბლიკასთან დამარცხდა

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე დღეს პირველი სენსაცია ვიხილეთ. გერმანიის ნაკრებმა დომინიკის რესპუბლიკის წინააღმდეგობა ვერ დაძლია და დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულით დამარცხდა - 68 – 70.

გერმანელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 5 ქულიანი უპირატესობით 21 – 16 მოიგეს. დენის შროდერი და კომპანია მეორე ათწუთეულში სათანადოდ ვერ გაისარჯნენ, თუმცა დიდ შესვენებაზე მაინც 2 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ.

მეორე ტაიმში აბსოლუტურად განსხვავებული გერმანიის ნაკრები ვიხილეთ, რომელმაც მესამე მეოთხედში - 13, ხოლო გადამწყვეტ პერიოდში - 16 ქულა ჩააგდო! მატჩის მიწურულს შროდერის გუნდს თამაშის გადარჩენის საშუალება მიეცა, მაგრამ რამდენიმე სროლა გააცუდა და დამსახურებულად დამარცხდა.

დომინიკის რესპუბლიკის მხრიდან 17 ქულით ვიქტორი ლიზი გამოირჩა. ელოი ვარგასმა თავი 16 ქულას მოუყარა. რონალდ რობერტსმა კი გუნდს 10 ქულა შესძინა.

გერმანიას 20 ქულით შროდერმა ულიდერა, თუმცა დენისმა ფარს საშინელი პროცენტით შეუტია და 18-დან მხოლოდ 5 სროლა გამოიყენა. შროდერის გარდა 10 ქულიან ნიშნული მხოლოდ ტაისმა და ლომ გადალახეს.

სხვა მატჩების შედეგები

ავსტრალია - სენეგალი 81 – 68

მონტენეგრო - ახალი ზელანდია 83 – 93

იაპონია - ჩეხეთი 76 - 89

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები