Aa
Aa

პოგბას უარი "მანჩესტერს" - ფრანგი "ოლდ ტრაფორდზე" ბოლო სეზონს ჩაატარებს

Mirror-ის ცნობით, პოლ პოგბამ „მანჩესტერ იუნიატედს“ აცნობა, რომ ის კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს.

წყაროს ცნობით, „მანკუნიანელებს“ ფრანგის გუნდში დარჩენა დიდი ხნით სურდათ და ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავდნენ, თუმცა ფეხბურთელს 2020 წლის ზაფხულში გუნდის დატოვება მკაცრად აქვს გადაწყვეტილი.

„იუნაიტედმა“ ფეხბურთელს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას „რეალში“ გადასვლის საშუალება არ მისცა, რის საპასუხოდაც პოგბამ კლუბს მოლაპარაკებებზე უარი განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ პოგბას ხელშეკრულებას ვადა 2 წლის შემდეგ გასდის და თუ „მანკუნიანელები“ მას ვერ დაიყოლიებენ, 2020 წლის ზაფხულში ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები