ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი კიბოსთან ბრძოლაში დამარცხდა
Aa
Aa

ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი კიბოსთან ბრძოლაში დამარცხდა

"ფურია როხასა" და "ბარსელონას" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს დიდი ტრაგედია დაატყდა. ესპანელი სპეციალისტის 9 წლის ქალიშვილი, ჩანა კიბოსთან ბრძოლაში დამარცხდა.

გოგონას ოსტეოსარკომა ჰქონდა და უმძიმეს დაავადებას წინააღმდეგობას 5 თვის განმავლობაში უწევდა, თუმცა სამწუხაროდ ყველაფერი ფატალური შედეგით დასრულდა.

მომხდარის შესახებ ლუის ენრიკემ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: "ჩვენი ქალიშვილი, ჩანა დღეს 9 წლის ასაკში ოსტეოსარკომასთან 5 თვიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა".

"მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგა. ასევე სან ხოან დე დეუს და სან პაუს საავადმყოფოებში მომუშავე პერსონალის მადლობელები ვართ".

"ჩანა, ჩვენ შენ ძალიან მოგვენატრები და ცხოვრების ბოლომდე გვემახსოვრები. იმედი გვაქვს ერთმანეთს კიდევ შევხვდებით. შენ ვარსკლავი იყავი, რომელიც ჩვენს ოჯახს გზას უნათებდა".

"მშვიდად განისვენე ჩანიტა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები