Aa
Aa

სტარიჯი "ტრაბზონსპორს" შეუერთდა

„ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი, დანიელ სტარიჯი, თურქულ „ტრაბზონსპორს“ შეუერთდა. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.

თურქული გამოცემა Fanatik-ის ინფორმაციით, სტარიჯმა ტრაბზონელებთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ბონუსის სახით 2 მილიონი ევრო მიიღო, მისი წლიური ხელფასი კი 1.5 მილიონი ევრო იქნება.

29 წლის ბრიტანელი უკვე ტრაბზონში იმყოფება, იგი გუნდმა ფართო საზოგადოებას გუშინ საღამოს წარუდგინა, დღეს კი სტარიჯი ახალ თანაგუნდელებთან ერთად პირველად ივარჯიშებს.

გამოცდილი ფორვარდი 2013 წლიდან „ლივერპულის“ რიგებში თამაშობდა და გუნდის მაისურით გამართულ 160 მატჩში 67 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები