Aa
Aa

65 მილიონი და სარფიანი კონტრაქტი იკარდის - "მონაკო" საქმეში ერთვება

მაურო იკარდის მსურველთა რიგებს ფრანგული „მონაკოც“ შეუერთდა. Rai Sport-ის ინფორმაციით, „მონეგასკები“ არგენტინელის ტრანსფერზე აქტიურ მუშაობას გეგმავენ და საამისოდ უკვე კონკრეტული მონახაზიც აქვთ.

„მონაკო“ „ინტერთან“ დაკავშირებასა და მისთვის 65 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს, რასაც ბონუსებიც დაემატება. ინტერისთვის“ რომ იკარდის სხვა ჩემპიონატში გაშვება ხელსაყრელია, ორი აზრი არ არსებობს. მეორე საკითხია რამდენად მოისურვებს ფეხბურთელი ქვეყნის შეცვლას, თანაც ისეთი კლუბისთვის, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არ მონაწილეობს.

ფრანგები მზად არიან, იკარდისთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმონ და წლიურ ხელფასად 12 მილიონი ევრო გადაუხადონ. ეს წინადადება „ნაპოლის“ შეთავაზებაზე ბევრად მიმზიდველია, ნეაპოლელები ფეხბურთელს 7.5 მილიონ ევროს დაჰპირდნენ, ანაზღაურება ბონუსების ჩათვლით დაახლოებით 9.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

იტალიური პრესა გვამცნობს, რომ ნეაპოლიტანელებმა მაურიტოს, რომელიც ჯერაც „იუვენტუსის“ წინადადებას ელოდება, ულტიმატუმი წაუყენეს და მოსაფიქრებლად დრო ოთხშაბათამდე მისცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები