Aa
Aa

ჰოვარდი "ლეიკერსში"?

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ დემარკუს კაზინსის შემცვლელს ეძებს და დუაით ჰოვარდის გაფორმებას განიხილავს. The Athletic-ის ინფორმაციით ინტერესი ორმხრივია და შესაძლოა სულ მალე „სუპერმენი“ „მეფეს“ შუერთდეს.

33 წლის ცენტრი შარშან „ვაშინგტონის“ ღირსებას იცავდა. ამჟამად იგი „მემფის გრიზლისის“ წევრია, თუმცა ტენესური გუნდი მის შენარჩუნებას არ აპირებს. „მემფისმა“ „ლეიკერსს“ ჰოვარდთან მოლაპარაკებების წარმოების ნებართვა მისცა და სავარაუდოდ ყველაფერი უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება.

ამერიკული გამოცემა ლოს-ანჯელესურ გუნდს ჰოვარდის გარდა კიდევ ერთ კალათბურთელს უკავშირებს და აქცენტს ჟოაკიმ ნოაზე აკეთებს.

ყველა ვარსკლავის მატჩის რვაგზის მონაწილემ ჰოვარდმა გასულ სეზონში „უიზარდსის“ მაისური მხოლოდ 9 შეხვედრაში მოირგო. „სუპერმენს“ ტრავმები ხშირად აწუხებს, თუმცა როცა ჯანმრთელადაა მშვენივრად ასპარეზობს. 2017-18 წლების სეზონში დუაითი „შარლოთ ჰორნეთსის“ რიგებში გამოდიოდა და საშუალოდ 16.6 ქულასა და 12.5 მოხსნას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები