ედენ აზარმა ტრავმა მიიღო
Aa
Aa

ედენ აზარმა ტრავმა მიიღო

მადრიდის „რეალის“ ბელგიელი სუპერვარსკლავი, ედენ აზარი ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრას გამოტოვებს. წესითა და რიგით 28 წლის შემტევის დებიუტი ხვალ, „სელტას“ წინააღმდეგ უნდა შემდგარიყო, მაგრამ აზარმა ტრავმა მიიღო.

ესპანური პრესის ინფორმაციით „სამეფო კლუბის“ ახალწვეულმა დღეს გამართულ ვარჯიშზე მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი დაიზიანა

„სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრების ექიმები დაზუსტებით ჯერჯერობით არაფერს ამბობენ და ტესტების პასუხებს ელოდებიან.

აზარის გარდა, „ლოს ბლანკოსის“ ლაზარეთში მარკო ასენსიო, ფერლან მენდი და როდრიგო იმყოფებიან. „სელტასთან“ მატჩის წინ კი ზინედინ ზიდანს პრობლემების მოგვარება მოუწევს.

სავარაუდოდ ფრანგი სპეციალისტი ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა ბრაზილიელს, ვინისიუსს გაამწესებს. 

Cope-ის ინფორმაციით აზარი 3-4 კვირას იუქმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები