ნიკა დარბაიძე კარიერას მონტენეგროში გააგრძელებს
Aa
Aa

ნიკა დარბაიძე კარიერას მონტენეგროში გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ნიკა დარბაიძე, რომელმაც გასული სეზონი თბილისისოლიმპშიგაატარა, კარიერას მონტენეგროში გააგრძელებს.

21 წლის ქართველმა ფორვარდმა კონტრაქტი ქალაქ ჩეტინეს კლუბლოვჩენ 1947”-თან გააფორმა.

გასულ სეზონშილოვჩენმა მონტენეგროს ჩემპიონატის ნახევარფინალი მომავალ ჩემპიონბუდუჩნოსტთანდათმო.

დარბაიძის გუნდი ეროვნულ ჩემპიონატთან ერთად ადრიატიკის მე-2 ლიგაში იასპარეზებს.

 ნიკა დარბაიძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და გასულ წლებში ის ეროვნული ნაკრების ბერძენი მწვრთნელის, ილიას ზუროსის თვალთახედვის არეშიც მოექცა.

დარბაიძეს მუდმივად იძახებენ ეროვნულ გუნდში და იგი განვითარებას სისტემატიურად აგრძელებს.

მონტენეგროს ჩემპიონატსა და ადრიატიკის ლიგაში თამაში მისთვის დიდი გამოცდილების მომტანი იქნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები