Breaking - ემილიანო სალა ავარიამდე CO-ით მოიწამლა
Aa
Aa

Breaking - ემილიანო სალა ავარიამდე CO-ით მოიწამლა

რამდენიმე წუთის წინ The Air Accidents Investigations Branch-მა ემილიანო სალას ტოქსიკოლოგიური ანალიზის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც გაირკვა ავარიამდე „ნანტის“ ყოფილი თავდამსხმელი CO-ით მოიწამლა.

ტესტის შედეგად დადგინდა, რომ სალას სხეულში CO-ს ოდენობა იმდენად მაღალი გახლდათ, რომ იყო შანსი კრუნჩხვები და გულის შეტევა გამოეწვია, ან ემილიანოს გონება დაეკარგა.

ჯერჯერობით უცნობია ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი რა იყო, გაზით მოწამვლა თუ ავარიის შემდეგ მიღებული ტრავმა.

The Air Accidents Investigations Branch-ის წარმომადგენელმა, გერეინტ ჰერბერტმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ ავარიამდე CO დევიდ იბოტსონმაც ჩაისუნთქა.  უცხოური გამოცემები იუწყებიან, რომ შესაძლოა ავარია ამიტომაც მოხდა, თუმცა დაზუსტებით არაფრის თქმა შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი, რომლითაც ემილიანო სალა მგზავრობდა 21 იანვარს გაუჩინარდა. არგენტინელი ფეხბურთელისა და დევიდ იბოტსონის პოვნას მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ და საბოლოოდ თვითმფრინავის ნამსხვრევებს 3 თებერვალს მიაკვლიეს.

მათ ემილიანო სალას ცხედარი ამოასვენეს, რომელსაც სერიოზული დაზიანებები ჰქონდა მიღებული. დევიდ იბოტსონის ცხედარს კი ვერ მიაგნეს.

ტესტების პასუხების გამოქვეყნების შემდეგ სალას ოჯახი გამოძიების გაგრძელებას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები