"ნიკემ" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა ლამაზი გოლით დაასრულა
საქართველოს ჩემპიონმა ქალთა ფეხბურთში „ნიკემ“ 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა დაასრულა.
ქართული კლუბი ჯგუფურ ეტაპზე შოტლანდიურ „ჰიბერნიანს“ , უელსურ „კარდიფს“ და სლოვენიურ „პომურჟეს“ დაუპირისპრიდა.
„ნიკემ“ ჯგუფში გამოსვლა ბოლო ადგილზე 0 ქულით დაასრულა.
პირველ შეხვედრაში ქართული კლუბი „ჰიბერნიანთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
სლოვენიურ კლუბთან კი „ნიკემ“ 0:4 წააგო.
ჯგუფის ბოლო შეხვედრაში კი „კარდიფთან“ შეხვედრა 1:5 დათმო.
ქართული კლუბის რიგებში ერთადერთი გოლის ავტორი ლიზი წყერაშვილის გახდა , რომელმაც უელსურ კლუბს ჯარიმიდან გაუტანა