Aa
Aa

სარეკორდო 22-ე სეზონი! ვინს კარტერი "ატლანტაში" რჩება!

გავლენიანი ამერიკული გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით ვინს კარტერი „ატლანტა ჰოუქსის“ ღირსებას კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში დაიცავს. კარტერი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სარეკორდო, 22-ე სეზონს ჩაატარებს. ვინსი დირკ ნოვიცკის, კევინ გარნეტის, კევინ უილისის და რობერტ პერიშის მიღწევას გააუმჯობესებს, რომლებმაც NBA-ში 21 სეზონი გაატარეს.

„ატლანტას“ გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. „ჰოუქსი“ პერსპექტიული ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდია და ჯორჯიელთა ხელმძღვანელობას სჯერა, რომ კარტერი მათ მენტორობას გაუწევს.

42 წლის კალათბურთელმა გასულ სეზონში 76 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 7.4 ქულას აგროვებდა. ESPN-ის ინფორმაციით ყველა ვარსკლავის მატჩის რვა გზის მონაწილისთვის ეს NBA-ში ბოლო სეზონი იქნება.

ვინსი ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი და ჩატენვების კონკურსების გამარჯვებულია. 1999 წელს მან საუკეთესო ახალწვეულის ჯილდო დაისაკუთრა.

კარტერის კარიერული მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება - 17.2 ქულა, 4.4 მოხსნა და 3.2 შედეგიანი გადაცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები