ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ბორდოს ყველაზე სახიფათო მოთამაშეა - ფრანგული გამოცემა დავითაშვილზე

ფრანგული გამოცემა Ouest France „ბორდოს’’ შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელიც გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, ზურიკო დავითაშვილსაც ეთმობა. ზურიკოსთვის ცუდად დაწყებული სეზონი სეზონის მეორე ნახევარში შეიცვალა, როცა გუნდს გოლებითა და საგოლე პასებით დაეხმარა.

Ouest France: „ლავალთან’’ შეხვედრაში „ბორდოს’’ მხრიდან ყველაზე სახიფათო მოთამაშე ზურიკო დავითაშვილი იქნება. ბოლო ხუთ შეხვედრაში გადამწყვეტ როლს ასრულებს, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ შეუჩერებელია როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე. „ბორდოში’’ ჟან ვიპოტნიკთან ერთად ყველაზე გადამწყვეტი მოთამაშეა, ამ სეზონში 6 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა’’.

ზურიკოსთვის და „ბორდოსთვის'' მძიმე სეზონია, გუნდი ლიგა 1-ში ვერ აღზევდა, დავითაშვილს კი გოლების გატანა ძალიან უჭირდა, ბოლო მატჩებში მოუმატა, საბერძნეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ საკლუბო დონეზე პროდუქტიულია.

მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის 33 მატჩში (27 სასტარტოში) 6 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა. ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ში ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემით დაეხმარა გუნდს.

„ბორდო’’ 44 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას მხოლოდ 6 ქულით უსწრებს. სეზონის დასრულებამდე 4 ტური რჩება. სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ჟირონდელები საუკეთესო ხუთეულს 8 ქულით ჩამორჩებიან. „ბორდო’’ შემდეგ ტურში „ლავალს'' ესტუმრება (27 აპრილი, 21:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები