Aa
Aa

"პორტლენდმა" მაკკოლუმს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

“პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა“ სი ჯეი მაკკოლუმს კონტრაქტი 3 წლით გაუხანგრძლივა, რომლის მიხედვითაც იგი დამატებით 100 მილიონ დოლარს მიიღებს. საერთო ჯამში  მაკკოლუმის მოქმედი ხელშეკრულება 5 წლამდე გაიზარდა და სი ჯეი 157 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

გასულ სეზონში მაკკოლუმი შესანიშნავად გამოიყურებოდა და საშუალოდ 21 ქულას, 4 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. მაკკოლუმის ბრწყინვალე თამაშის წყალობით „ტრეილ ბლეიზერსი“ დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, თუმცა „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოახერხა.

მაკკოლუმის გარდა ამ ზაფხულს „პორტლენდმა“ დემიენ ლილარდიც დაიბევა. ეს უკანასკნელი „ტრეილ ბლეიზერსის“ ღირსებას კიდევ ხუთი წლის განმავლობაში დაიცავს და 196 მილიონ დოლარს მიიღებს.

ლილარდისა და მაკკოლუმის დუეტი NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო და ორეგონელთა გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის ყოფილა. დემიენი და სი ჯეი 2013 წლიდან თანაგუნდელები არიან და „პორტლენდის“ მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენენ. მათი წინამღძოლობით „ტრეილ ბლეიზერსი“ პლეიოფში მიჯრით ექვსჯერ გავიდა, მაგრამ სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები