Aa
Aa

ჭიაბრიშვილი: "გატანა შეგვეძლო, "დინამო" უკეთესი გუნდი იყო და დამსახურებულად მოიგეს"

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ზაგრების ''დინამომ'' შინ ''საბურთალო'' 3:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში ხორვატიის ჩემპიონმა საქართველოს ჩემპიონს 5:0 სძლია.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას დაემშვიდობა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება. თბილისური კლუბი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის ჩემპიონ ''არარატ-არმენიას'' დაუპირისპირდება.

საქართველოსა და სომხეთის ჩემპიონს შორის გამარჯვებული ევროპა ლიგის ფლეი-ოფში ითამაშებს. პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს ერევანში გაიმართება, საპასუხო მატჩს კი ''მიხეილ მესხი'' 15 აგვისტოს უმასპინძლებს.

მატჩის შემდეგ "საბურთალოსა" და "დინამოს" ფეხბურთელებმა CrystalSport-თან საუბარში განვლილი შეხვედრა შეაფასეს.

ლევან კაკუბავა

 

დაჩი ცნობილაძე

 

დანი ოლმო

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები