Aa
Aa

პეპეს აგენტი ნეაპოლშია, თუმცა...

„ლილის“ შემტევ ნიკოლას პეპეს აგენტი ნეაპოლში იმყოფებოდა და დაახლოებით 3-საათიანი შეხვედრა გამართა. ფეხბურთელის წარმომადგენლებს თავად კარლო ანჩელოტიც გაესაუბრა.

Sky Sport Italia წერს, რომ ნეაპოლელები პეპეს მოთხოვნებმა ცოტა დააფრთხო, რადგან კოტ დ’ივუარელი საკმაოდ მაღალ ხელფასსა და სხვა გარანტიებს ითხოვს. ამასთანავე, იტალიელები მის ტრანსფერში 80 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ და ტრანსფერის სხვა ფორმით გაჩარხვა სურთ, რაზეც „ლილთან“ მოლაპარაკებებს მართავენ.

ნეაპოლიტანელები ფრანგებს 55 მილიონ ევროსა და ადამ უნას სთავაზობენ, რაც, როგორც ირკვევა, „ლილისთვის“ მისაღები პირობაა.

საბოლოოდ, როგორც Sky Sport Italia ამბობს, „ნაპოლისა“ და პეპეს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების სტადიას პროგრესი არ განუცდია, თუმცა მხარეები საკითხს ისევ მიუბრუნდებიან.

24 წლის ვინგერს „არსენალი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ეპატიჟებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები